საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას თანხმობა მისცეს. 15 მომხრე და 4 მოწინააღმდეგე ასეთი გადაწყვეტილება მიიღო კომიტეტმა.
საკითხს პლენარულ სხდომაზე დღეს გაიტანენ და იქ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას, შეუჩერდება თუ არა ნიკა მელიას პროკურატურის მიმართვის საფუძველზე იმუნიტეტი.