სპეცრაზმელს, რომელიც კადრში ოპერატორს უმიზნებდა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩერ­და

სპეცრაზმელს, რომელიც კადრში ოპერატორს უმიზნებდა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩერ­და

10 სა­მარ­თალ­დამ­ცველს, რო­მე­ლიც რუს­თა­ველ­ზე აქ­ცი­ის დაშ­ლის ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩერ­და.

ამის შე­სა­ხებ გუ­შინ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

AMBEBI.GE-ის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და რომ, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შო­რის არის სპეც­რაზ­მე­ლი ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 20 ივ­ნი­სის ღა­მის დარ­ბე­ვის კად­რებ­ში ოპე­რა­ტორს უმიზ­ნებ­და, თუმ­ცა მე­ო­რე სა­მარ­თალ­დამ­ცველ­მა გა­ზის ია­რა­ღი გა­ა­წე­ვი­ნა, რის შემ­დე­გაც ფან­ცქა­ლაშ­ვილ­მა ჰა­ერ­ში გა­ის­რო­ლა.

AMBEBI.GE სპეც­რაზ­მე­ლის მე­ზობ­ლებს ესა­უბ­რა, რო­მელ­თა თქმი­თაც, მომ­ხდა­რის შემ­დეგ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი აღარ უნა­ხავთ. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ო­რე დღეა სახ­ლში არ იმ­ყო­ფე­ბი­ან სპეც­რაზ­მე­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბიც. ფან­ცქა­ლაშ­ვილს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი ჰყავს. მა­მა­კა­ცი თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთი სოფ­ლი­და­ნაა, თუმ­ცა მის სა­ხელ­ზე თბი­ლის­ში ირი­ცხე­ბა ბინა, რო­მე­ლიც სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ხელ­მწი­ფომ გა­დას­ცა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში არ და­ა­კონ­კრე­ტეს, არის თუ არა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ პი­რებს შო­რის ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლი, თუმ­ცა არც და­ნარ­ჩე­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის შე­სა­ხებ აჟ­ღე­რე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას. უწყე­ბა გან­მარ­ტე­ბას არც იმა­ზე აკე­თებს, ვის მი­მართ გა­მო­იკ­ვე­თა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, 20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის შემ­დეგ, "ფე­ის­ბუქ­ში" გავ­რცელ­და კად­რე­ბი, რო­მელ­შიც ჩანს სპეც­რაზ­მე­ლი ცრემლსა­დე­ნი გა­ზის ია­რა­ღით, რო­მელ­იც ოპე­რა­ტორს უმიზ­ნებს.

"რუს­თა­ვი 2"-ის ოპე­რა­ტო­რის მიერ გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში ნათ­ლად ჩან­და სპეც­რაზ­მე­ლის სახე, რად­გან მას ნი­ღა­ბი არ ეკე­თა. კად­რებ­ში ის სი­ცი­ლით უმიზ­ნებს ია­რაღს ოპე­რა­ტორს და მას შემ­დეგ, რაც გვერ­დით მდგო­მი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ია­რაღს გა­ა­წე­ვი­ნებს, ჰა­ერ­ში ის­ვრის.

კად­რებ­ში ასა­ხუ­ლი მა­მა­კა­ცი ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლია. ის შსს-ში და­ახ­ლო­ე­ბით 2004 წლი­დან მუ­შა­ობდა, მო­ნა­წი­ლე­ობ­და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში, სა­დაც მხარ­ში და­იჭ­რა.