ამბობენ: - სიბრძნე ასაკთან ერთად მოდისო...  (ვიდეო)

ამბობენ: - სიბრძნე ასაკთან ერთად მოდისო... (ვიდეო)

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი დავით ბაქრაძეს პოსტი მიუძღვნა:

ამბობენ: - სიბრძნე ასაკთან ერთად მოდისო... არა და დავით ბაქრაძის ცხოვრება მარწმუნებს, რომ რიგ შემთხვევებში, ასაკი მოდის მარტო...

არასოდეს მქონია დიდი წარმოდგენა ამ სუბიექტზე. სულ მიკვირდა, როგორ აღმოჩნდა პოლიტიკაში.

როგორც ვიცი, ჯერ შევარდნაძესთან მუშაობდა სადღაც, მერე მიშას ემსახურებოდა, ახლა ბოკერიას.

ხალხს თავი დაამახსოვრა - 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, სამარცხვინო განცხადებით:

- "დაიცავით სამშობლო დანა-ჩანგლებით", სააკაშვილის პარლამენტი ნოტარიუსად რომ გადააქცია, ომის დროს HSBC - ბანკში 800 000 რომ გადარიცხა ფარულად და 50.000 ლარს როუმინგში რომ ხარჯავდა თვეში.

შესაბამისად, არსებობდა თუ არა პოლიტიკაში ბაქრაძე დავითი - ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

სხვადასხვა არჩევნებისას, მუდამ კანდიდატად არეგისტრირებდნენ - ყველგან უმი, უსახური, მყუდრო პერსონაჟი.

იმ დღეს, ისე მოხდა, რომ მოვუსმინე...

ირონიული, დაჯერებული, "მართალი" კაცის ღიმილნარევი გამომეტყველებით ამტკიცებდა: -

"ქართული ოცნებაა დამნაშავე უკრაინასთან კარგი ურთიერთობები რომ არ გვაქვსო"... გესმისთ? მიშამ რომ იქ საკუთარი დედა მოი@@ა და საქართველოს სახელს ფეხქვეშ თელავდა, საზღვრებზე რომ იჭრებოდა და პასპორტი გუბერნატორობაში გაცვალა - ეგ არაფერი ყოფილა.... არც ის ცოდნია, რომ ჩვენი ქვეყნების პირველი პირები, რა თქმა უნდა ვიზიტებსაც ახორციელებდნენ (იხილეთ ვიდეო ) მათ შორის მაღალი დონის, კიევშიც და თბილისშიც.

ამ ტყუილებს აჟღერებს საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე - თანაც ზუსტად იცის, რომ იტყუება.

პ.ს. პოროშენკო თბილისში - 2017 წლის 18 ივლისი... - ბაქრაძესაც გააგებინეთ - ნუ ამყოფებთ საინფორმაციო ვაკუუმში...

https://www.radiotavisupleba.ge/a/poroshenko-…/28623243.html

პ.პ.ს. დავით ბაქრაძის ანგარიში HSBC- ბანკში.

https://www.myvideo.ge/v/3689463

პ.პ.პ.ს. - მარგველაშვილი კიევში -

http://old.1tv.ge/ge/news/view/86207.html