სასულიერო პირს მრევლი ქალზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, ერთ-ერთი ტაძრის მღვდელს მისივე მრევლის წარმომადგენელი მძიმე ბრალდებებს უყენებს.
ქალბატონი ვიდეოში აღნიშნავს, რომ ამ სასულიერი პირს პატრიარქის მიერ მღვდელმსახურების უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვს, თუმცა იგი თვითნებურად მაინც განაგრძობს მსახურებას.
“ფარისეველო, ჯვარცმულ ქრისტეს ზურგს ამოფარებულო, უნამუსო ხარ, არც კი გრცხვენია, არც პატრიარქის სიტყვას არ ემორჩილები, გაგიწვია და მაინც ჩალიჩობ, რომ აქ დარჩე, იმიტომ, რომ ფულია შენი ინტერესი.
ქართველი ქალი აცემინე,რომ შენი შვილი მოსულიყო აქ და ემუშავა , ქართველი ქალი არ დაიცავი და შენი შვილი მოიყვანე.
შენ ხარ უღირსი, ფარისეველი, შენ ხომ მღვდელი არა ხარ , მაინც გაგაგდებთ აქედან“, - ამ სიტყვებით მიმართავს ქალბატონი.