ანიტა რაჭველიშვილისა და თეა დარჩიას „კარმენი“ მეტროში  (ვიდეო)

ანიტა რაჭველიშვილისა და თეა დარჩიას „კარმენი“ მეტროში  (ვიდეო)

მეტროში გადაღებული ვიდეო, სადაც მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი “კარმენს” ასრულებს, სოციალურ ქსელს იპყრობს. ოპერა “კარმენიდან” ერთ-ერთი ნაწყვეტი შეასრულა.

სკამებზე სხედან მუსიკოსები. დამსწრე საზოგადოებას შორისაა მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი.

ვიდეოს სოციალურ ქსელში საფესტივალო კლიპის გადასაღები მოედნიდან მოცეკვავე თეა დარჩია ავრცელებს.

ანიტა რაჭველიშვილი გასულ წელს The New York Times-მა კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა.

“31 მაისს ამ უნიჭიერესი მუსიკოსების ფესტივალი იწყება, კონცეპტArt-თან და ფონდ “იავნანასთან” ერთად. ბილეთები იყიდება Biletebi.ge

ეს ფანტასტიკური იდეა და მისი განხორციელება , ეკუთვნის თეონა ჯორბენაძეს!!! ვიდეოს ავტორი იულია დავიდენკო,” – წერს თეა დარჩია.