საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორ დავით საგანელიძეს უსმენდნენ, ხმაური იყო.
დეპუტატ დავით ჭიჭინაძესა და დავით საგანელიძეს შორის სხდომაზე შელაპარაკება მოხდა. ჭიჭინაძის გაღიზიანება საგანელიძის რეპლიკამ გამოიწვია, რომელმაც დეპუტატების მიერ მისი სიტყვით გამოსვლის შეწყვეტა გააპროტესტა, რის შემდეგაც აღნიშნულს მწვავე დაპირისპირება მოჰყვა.
„როცა რაღაცას არასწორად ამბობთ, მაგას გაგისწორებთ ყოველთვის. თვალში ნაცარი შეაყარეთ, სადაც შეგიყრიათ იქ“, – მიმართა დავით ჭიჭინაძემ დავით საგანელიძეს.
საგანელიძის თქმით, ის არ აჰყვება პროვოკაციულ კითხვებს.
„გავიწყდება, როგორ მოვხვდი აქ და ვის ელაპარაკები. ის დათო ჭიჭინაძე მახსოვს დიდი ხანია და აქ როგორ მოხვდი, ისიც დეტალებში მახსოვს. პოლიტიკაში ყველაფერი მახსოვს, საიდან მოხვედი, 1999 წელს. არ გადავიდეთ წარსულში, თორემ ძალიან შეგრცხვებათ“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.