"ტაქსების მძღოლებმა ტურისტს ინგოროყვამდე 120 ლარი მოსთხოვეს" - როგორ ყვლეფენ ტაქსის მძღოლები ტურისტებს

უცხოელი ტურისტების მომსახურებაზე და მათთვის საგანგებოდ გაძვირებულ ტარიფებზე წერს სოციალურ ქსელში მანჩო გიორგობიანი და მერიას და შს სამინისტროს მსგავს ფაქტებზე რეაგირებას ურჩევს.

„აეროპორტის თეთრი ტაქსების მძღოლებმა ბელგიელ ტურისტს ინგოროყვამდე მიყვანაში 120 ლარი მოსთხოვეს. იქვე ვიდექი. მაქსიმი მყავდა გამოძახებული 20 ლარად. შემეცოდა ეს ქალი. გაოგნებული აქეთ-იქეთ იყურებოდა და წამოვიყვანე. მაინც ვაკისკენ მოვდიოდი. ნაძირალა მძღოლებმა კინაღამ მცემეს. მეც არ დავაკელი. მერია მოკვდა?! ხელისუფლებას სძინავს?! ამას არ უნდა მიხედონ?!

ასეთი სამარცხვინო შემთხვევები როდის უნდა დამთავრდეს? როდის უნდა დამთავრდეს ზოგიერთ კაფე-ბარ--კლუბ-რესტორანში ტურისტების უნამუსო გაბრიყვება- გაყვლეფა , რასაც არც ტაქსის მძღოლები აკლებენ... ჩემდა სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირად ხდება მსგავსი რამ და რაღაც სისტემური რეაგირებაა საჭირო..“ - წერს გიორგობიანი.