გაფიცული მაღაროელები ჭიათურაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ჩასვლას ითოვენ - ამის შესახებ აქციის მონაწილეებმა „2020WS-ს“ მას შემდეგ განუცხადეს რაც მორიგი უშედეგო შეხვედრა დასრულდა „ჯორჯიან მანგანეზისა და მაღაროელებს შორის.
ცნობისთვის, ამ წუთებში გაფიცული მაღაროელები, ჭიათურაში მსვლელობას აწყობენ და კომპანია „ ჯორჯიან მანგანეზის“ წასვლას მოითხოვენ, ჯორჯიან მანგანეზი გაფიცული მაღაროელების მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა 15 მაისს დაიწყო. ისინი "ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციისგან ხელფასის 50%-ით გაზრდას, ჯანდაცვისა და შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას მოითხოვდნენ.
მოთოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო 10 დღეა, რამდენიმე მაღაროელი შიმშილობს, სამმა მათგანმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერეს.
დღეს მოშიმშილე მაღაროელებიდან ერთ-ერთი ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.