დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი აამბობს, რომ იქ განვითარებული მოვლენები, შესაძლოა მის მიერ საზღვრის დელიმიტაციაზე გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდებოდეს.
„მე ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მოვალეობა, რომ ამ ქვეყანას მივცეთ მისი სამუდამო საზღვრები, რის გარეშეც ჩვენ ბოლომდე დამკვიდრებული ტერიტორია არ გვექნება და ბოლომდე დამოუკიდებლობა გამყარებული არ იქნება. ასე რომ როგორც თქვენ, ჩემთვისაც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. მე წამოვიწყე ახლახანს ჩვენს ორ პარტნიორთან ეს საკითხი, შეიძლება ამან გამოიწვია რაღაც შედეგები. მაგრამ მთავარი ის არის რომ კომისია ერთი დაწყებულია, მეორეც ალბათ ახლო მომავალში და საჭიროა არის, რომ სწრაფად, ოღონდ ჩვენი ინტერესების დაცულობით მივაღწიოთ იმ შედეგს რომელსაც ჰქვია გამყარებული საქართველოს სამუდამო საზღვრები,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
მეგობრები ..........................................რუსტავი-2 და ნაცებს არ გამოელიოს მასეთი მეგობრები
რა შუაში არიან აქ ნაცებიო.........რა შუაში არიან და არეშიძემ------- . 2004 წელს როცა მონასტერის მისასვლელი გზა გადაგვიკეტეს, ამ პრობლემაზე ნაცებმა ნე ვიჟუ გაააკეთეს და სოკარის ,,სანაცვლოდ,, ეს ამბავი მიაფუჩეჩესო
- ბატონო მამუკა, რაზე მეტყველებს ის ფაქტი რომ საქართველო-აზერბაიჯანის სადაო ტერიტორიაზე, სამი დღის განამვლობაში ისე მიმდინარეობა გზის სამშენებლო სამუშაოები, რომ ქართული მხარე საქმის კურსშიც კი არ იყო?
- ძალიან სახიფათოა, როდესაც კომპეტენტური უწყებები საქმის კურსში არ არიან, თუ რა გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა.
- რა შეიძლება ვიფიქროთ, რატომ დაიწყო აზერბაიჯანულმა მხარემ გზის მშენებლობა სადავო ტერიტორიაზე მაშინ, როდესაც სწორედ ამ საკითხზე, ბაქოში ქართულ-აზერბაიჯანული კომისია მუშაობდა?
- მოლაპარაკების ფონზე გზის მშენებლობა აზერბაიჯანული მხარის მხრიდან იმის დენოსტრაციაა, რომ ბაქო თავის პოზიციას არ ცვლის და აგდებული დამოკიდებულება აქვს მომლაპარაკებელ მხარესთან. უბრალოდ წარმოიდგინეთ, მსგავსი ტიპის მოლაპარაკება რომ ჰქონდეს რუსეთთან ან ირანთან და ასეთი ნაბიჯი გადადგას, ეს ხომ გამორიცხულია?!
მამუკა არეშიძეფოტო: მამუკა არეშიძე
მგონია, რომ დავითგარეჯის თემა უკვე გასცდა აზერბაიჯანის და საქართველოს ურთიერთობას. სავარაუდოდ, რეგიონში არიან გარკვეული ძალები, რომლებსაც აქ სიტუაციის დაძაბვა უნდათ. ამას აზერბაიჯანის ფსევდო უკომპრომისობა მაფიქრებინებს.
- ნიშანდობლივად მეჩვენება ის ფაქტი, რომ "ნაციონალური" მოძრაობა, რომელიც მმართველი გუნდის გაკრიტიკების შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს, ამჯერად ხმას არ იღებს. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
- აი, სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული, ნაწილობრივ. არ მინდა, რომის პაპზე მეტად კათოლიკე გამოვდგე, ამიტომ დავეყრდნობი დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტის, მამა კირიონის ნათქვამს. ის ცალსახად მიუთითებს, რომ "ნაციონალების" მმართველობის პერიოდში, დავითგარეჯთან დაკავშირებით, არასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებია მიღებული. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, იმისა, რომ ქართულმა მხარემ, მაშინ ენერგომატარებლების მოწოდების სანაცვლოდ ბევრი რამ, მათ შორის, დავითგარეჯიც დათმო.
საუბარია "სოკართან" დაკავშირებით, ბიზნესწილების გადაცემაზეც. მე უფრო შორსაც მივდივარ. ჩემი იფორმაციით და ვარაუდით, 90-იან წლებში, როდესაც პირველად შეიქმნა საზღვრის დელიმიტაციის კომისია, ვიღაცამ, ქართული მხარიდან, საქართველოსთვის წამგებიან დოკუმენტს მოაწერა ხელი. რას ვგულისხმობ? იმ პერიოდში კომისიამ სამუშაო მასალად აიღო რუკები და დოკუმენტები, რომლებიც განეკუთვნებოდა 1938-1942 წლებს. საქმეში ჩახედული ნებისმიერი ადამიანი ადვილად შეამჩნევს, სამუშაო მასალად შეგნებულად არის აღებული რუკა, რომელიც ობიექტურ რეალობას არ ასახავს. საინტერესოა, როგორ, რატომ მოაწერა ხელი ქართული კომისიის წევრმა, ასეთი რუკის სამუშაო ვარიანტად მიღებას?! დამადასტურებელი საბუთი არა, მაგრამ ვეჭვობ, 90-იან წლებში ვიღაცამ აზერბაიჯანელებისგან დიდძალი ქართამი აიღო... შემდეგ დავითგარეჯით ვაჭრობა "ნაციონალებმაც" გააგრძელეს...
1996 წელს შექმნილი კომიის წევრთა ვინაობა მთელი 25 წლის განმავლობაში არ შეცვლილა, მხოლოდ თავმჯდომარეები იცვლებოდნენ. წესით, კომისიის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უნდა იყოს. 1996 წლიდან დღემდე რამდენი მინისტრიც შეიცვალა, იმდენჯერ შეიცვალა მისი მოადგილე და შესაბამისად, კომისიის თავმჯდომარეც. მერე ის ახალი თავმჯდომარე მარტო ერთი წელი საკითხის შესწავლას უნდებოდა. აზერბაიჯანულ მხარეს კი კომისიის დაარსების დღიდან ერთი თავმჯდომარე ჰყავს და საკითხშიც უკეთ ერკვევა
- რამდენად საფუძვლიან მოსაზრებას ემყარება, აზერბაიჯანული მხარის ვერსია, რომ დავითგარეჯი შესაძლოა ალბანური კულტურული მემკვიდრეობა იყოს?
- არანაირ საფუძვლიან მოსაზრებას არ ემყარება, ეს არის ტყუილი.
- რატომ ვერ ახერხებს ქართული მხარე დღეს მაინც ამის დამტკიცებას, ექსპერტიზის ჩატარებით ხომ შესაძლებელია იმის დადგენა ძეგლი ქართული კულტურის ნაწილია თუ ალბანურის?
- რასაკვირველია, შესაძლებელია, მაგრამ ამას სჭირდება საქმიანი, ინტენსიური მუშაობა, საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა. შეგახსენებთ, რომ ეს ძეგლი შუასაკუნეებში, ასურელი მამების მიერ არის აშენებული. შემდეგ აქ მთელი 15 საუკუნის განმავლობაში ქართველი მამები მოღვაწეობდნენ. აქ ალბანური კულტურა საერთოდ არაფერ შუაშია. ალბანური კულტურა (რომელმაც მერვე საუკუნეში დაიწყო დაცემა და მეათეში სრულად განადგურდა) ფეხმოკიდებული იყო დღევანდელი აზერბაიჯანის აღმოსავლეთ ნაწილში. ალბანელებიდან სულ რამდენიმე ათასი კაცია შემორჩენილი, რომლებიც დღემდე ქრისტიანები არიან. აზერბაიჯანში სულ ორი ალბანური სოფელია. 120 კაცი ყვარლის რაიონში, სოფელ ზინობიანში ცხოვრობს, დანარჩენი ალბანელები რუსეთში არიან გაფანტულები.
- როგორც ცნობილია, ქართულ მხარემ აზერბაჯანელებს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსზე უარის თქმის სანაცვლოდ გარკვეული ტერიტორია შესთავაზა. თუმცა მათ უარი თქვეს...
- ოფიციალურ ბაქოს დავითგარეჯი სჭირდება იმისთვის, რომ თავი დაასახელოს ალბანელების მემკვიდრედ. რადგან ასეთი სტატუსით ბევრად გაუადვილდებათ სომხების მიერ ყარაბაღთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების გაცემა. სომხები აზერბაჯანელებს ეკითხებიან, თუ ყარაბაღი თქვენია, - რატომ არის იქ ჩვენი ისტორიული ძეგლები? აზერბაჯანელები პასუხობენ, - ეს ძეგლები არის ალბანური. ასე რომ აზერბაიჯანს ეშინია, ჩიჩხიტურისა და ბერთუბანის დათმობის შედეგად ერევანმა არ უთხრას, რომ არც ყარაბაღში არსებული კულტურული ძეგლებია ალბანურიო.
- როგორც სოციალურ ქსელში გამოჩნდა, ახალგაზრდა აქტივისტებთან ერთად, საკმაოდ ბევრი ადამიანი ადანაშაულებს ხელისუფლებას ღალატში და ამბობს რომ დავითგარეჯს თავად დაიცავს. იგეგმება კიდეც საკმაოდ ფართომასშტაბიანი აქცია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასეთივე აქციას გეგმავენ აზერბაჯანელებიც. რა შეიძლება მოჰყვეს ამ ამბავს?
- დიახ, მეც მაქვს ასეთი ინფორმაცია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მიზანმიმართულად ხდება სიტუაციის გახურება. ჩვენი მოქალაქეების ნაწილი აბსოლუტურად სამართლიანად არის აღშფოთებული გარეჯის ამბით, თუმცა არის მეორე ნაწილი, რომელთა პოზიცია მე ვერ ავიგე. მაგალითად, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს, აზერბაიჯანელები თავიანთი სახელმწიფო დროშით ავიდნენ დავითგარეჯში. ამის დასტურად ფოტოც დაიდო. სინამდვილეში იმ ფოტოზე აღასტაფაში მყოფი აზერბაჯანელები იყვნენ. ამიტომაც ვფიქრობ, მავანნთა მხრიდან კოლექტიური, კონსოლიდირებული მუშაობაა დაწყებული იმისთვის, რომ დავითგარეჯში მოხდეს ის, რაც უკვე მოხდა სამაჩაბლოსა და აფახზეთში. ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. ოფიაციალური ბაქოს პოზიციას გამართლება არ აქვს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ჩვენ საკუთარ ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ, რაც შეიძლება მეტი იმუშაოს ამ საკითხზე და რაც მთავარია, საზოგადოებას მუდმივად ჩააყენოს საქმის კურში იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯებს დგამს.