„ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დავით ჭიჭინაძე სახალხო მოძრაობას აფუძნებს. ახალ პოლიტიკურ ძალას დეპუტატი ივნისის ბოლოს ოფიციალურად დაარეგისტრირებს. ჭიჭინაძის განცხადებით, ახალი მოძრაობის დამფუძნებლები გიორგი ტაბიძე და „ქართული ოცნებიდან“, თბილისის საკრებულოს წევრი მიხეილ ქავთარაძე იქნებიან.
გიორგი ტაბიძე 2002-2010 წლებში თბილისის საკრებულოს წევრი იყო. ტაბიძე ამბობს, რომ ახალი მოძრაობა არც არსებულ და არც წინა სახელისუფლებო პარტიასთან არ ითანამშრომლებს:
„ჩვენს მოძრაობას სხვადასხვა პარტიებიდან, გამოცდილი და პატიოსანი ადამიანები შემოუერთდებიან, ისინი, ვისი მხარდაჭერითაც „ქართული ოცნება“ 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, ასევე, ჩვენთან იქნებიან თვითმმართველობის - მერიის და საკრებულოს წევრები. ჩვენ არანაირი მესამე ძალა არ ვართ, ჩვენ ვართ ხელისუფლების შეცვლაზე ორიენტირებული ალტერნატიული ძალა. ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობას ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ქვეყანაში ვითარების შეცვლა სურს. ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვითანამშრომლებთ ბანდიტ და მოძალადე "ნაციონალურ მოძრაობასთან", ასევე მასთან ასოცირებულ ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან და არ დავუშვებთ "ქართული ოცნების" მესამე ვადით მოსვლას" ხელისუფლებაში.