ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალური ქსელის საშუალებით გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სატელევიზიო ეთერში გასულ ინტერვიუს ეხმაურება. პირდაპირ ეთერში სოსო გოგაშვილმა მალხაზ მაჩალიკაშვილს ყურანზე დაფიცებით სთხოვა დაედასტურებინა იმ სპეცოპერაციაში მისი მონაწილეობა რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილი ემსხვერპლა.
“ეს ისე უვიცებმა რომ იცოდეს, აი რატომ არ იფიცება მაჩალიკაშვილი იმიტომ მოუვიდა კრუნჩხვები გუშინ, რადგან ტყუილზე ვერ იფიცებს! ყურანზე ხელის დადებით დაფიცება! მორწმუნე მუსლიმს მხოლოდ ერთი საფიცარი გააჩნია და ისიც მისი გამჩენი ღმერთია. უზენაესი ალლაჰის გარდა სხვა რამეზე დაფიცება დაუშვებელია. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „ვინც დაიფიცებს მან მხოლოდ ალლაჰის სახელით დაიფიცოს ან გაჩუმდეს.“ (მუსლიმ, 3/1267.) სამწუხაროდ მუსლიმ საზოგადოებაში ყურანზე ხელის დადებით დაფიცება საკმაოდ გავრცელებული რამეა, თუმცა ეს ისლამში მოუწონარი ქმედებაა. მაგრამ მიუხედავად მოუწონრობისა თუკი ვინმე ყურანზე დაიფიცებს, ასეთი ფიცი მას ფიცად ჩაეთვლება და პასუხისმგებლობა ეკისრება და შესრულებით ვალდებულია. ან თუ გატეხავს „ქეფფარეთი“ ანუ გამოსასყიდი მოწყალება უნდა გასცეს.
რაც შეეხება ტყუილზე ფიცი ეს დიდი ცოდვაა და იმქვეყნიური დიდი სასჯელის გამომწვევია, რომელსაც გამოსასყიდიც კი ვერ გადაფარავს. ასეთ ფიცს ისლამის ლიტერატურაში „ღამუსი“ ეწოდება.
ტყუილზე ფიცი დიდი ცოდვაა, რასაც „ქეფფარეთი“ ანუ გამოსასყიდი მოწყალებაც არააქვს. ქეფფარეთი ზოგიერთი ცოდვების დასაფარად გაღებული მოწყალებაა. ტყუილზე ფიცი კი იმდენად დიდია, რომ მას ქეფფარეთიც არ გააჩნია. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „დიდი ცოდვებია: ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, მშობელთა მიმართ სიურჩე, კაცის კვლა და ღამუსი ფიცი.“ (ბუხარი, 1403.)”-წერს ნინო ჯღარკავა.