რუსეთის დროშები ბათუმში - აჭარის განათლების მინისტრი პოსტიდან გადააყენეს

რუსეთის დროშები ბათუმში - აჭარის განათლების მინისტრი პოსტიდან გადააყენეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის განათლების მინისტრი პოსტიდან გადააყენეს.

"აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, მისი გადადგომა დღეს ფესტივალში რუსული დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებულ კომენტარს უკავშირდება.

"ისინი მღერიან ურაინულ სიმღერებს. აქ რუსული დროშა ნამდვლად არ ფრიალებს. ეს არის ბავშვთა ფესტივალი, რომელიც არის ტრადიციული და რომელიც, მე მგონი სცდება ყოველგვარ პოლიტიკას" - თქვა მსვლელობისას აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტმა ინგა შამილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების პარალელურად, ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე რუსული სიმბოლიკა გამოჩნდა.

რუსეთის დროშები და ტრანსფარანტები წარწერით "RUSSIA" - მსვლელობა როსტოვიდან ჩამოსულმა ანსამბლმა გამართა, რომელიც ბათუმში სხვა ანსამბლებთან ერთად, ფესტივალის ფარგლებში იმყოფებიან.