რუსეთის დროშები და ტრანსფარანტები წარწერით “RUSSIA” - რა ხდება 26 მაისს ბათუმში?

რუსეთის დროშები და ტრანსფარანტები წარწერით “RUSSIA” - რა ხდება 26 მაისს ბათუმში?

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების პარალელურად, ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე რუსული სიმბოლიკა გამოჩნდა.

რუსეთის დროშები და ტრანსფარანტები წარწერით "RUSSIA" - მსვლელობა როსტოვიდან ჩამოსულმა ანსამბლმა გამართა, რომელიც ბათუმში სხვა ანსამბლებთან ერთად, ფესტივალის ფარგლებში იმყოფებიან.

"ეს გააკეთა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა, რომლებიც ეთნიკურად რუსები არიან. ჩვენ ისინი უკვე დავსაჯეთ, მსვლელობაში აღარ მონაწილეობენ და არც საღამოს დაჯილდოვების დროს იქნებიან", - ამბობს "ბათუმელებთან" ფესტივალის "ოქროს დელფინის" ორგანიზატორი ანჟელა ქამუშაძე.

მისივე თქმით, მან არ იცის, რატომ გააკეთეს ეს ფესტივალის მონაწილეებმა და ფესტივალში მონაწილეობას ვერ შეუზღუდავდა იმ ადამიანებს, რომლები ეთნიკურად რუსები არიან.

სოციალისტი საიტი სად გააქრეთ ჩემი კომენტარი?! არ გრცხვენიათ? ყოველ დღე ნიკა გვარამიას და სხვა ოდიოზური ფიგურების, ქართველთმოძულეთა ვიდეოებით და კომენტარებით გაქვთ საიტი ავსებული და ახლა ჩემი კომენტარი ანგრევს საქართველოს?!
6 წლის უკან