„არც მაინტერესებს რა ანსამბლი იყო და საიდან... ეს მიუღებელია“

„არც მაინტერესებს რა ანსამბლი იყო და საიდან... ეს მიუღებელია“

„ეს წარმოუდგენელი რამ არის... საერთოდ, მსგავსი აქტი ყველანაირი ნორმებიდან ამოვარდნილია," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე როსტოვიდან ჩასული ანსამბლის მიერ მსვლელობის მოწყობას.

დღეს 26 მაისს, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, პარალელურად, ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე როსტოვიდან ჩამოსული ანსამბლის წევრებმა რუსული დროშებით მსვლელობა გამართეს.

ისინი ბათუმში სხვა ანსამბლებთან ერთად, ფესტივალის ფარგლებში იმყოფებიან, თანაც ანსამბლი ფესტივალის ორგანიზატორის მოწვევითაა ჩასული. ხოლო ფესტივალი, რომელშიც როსტოვის ანსამბლი მონაწილეობს, აჭარის განათლების სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული.

გეგიძის განცხადებით, ეს ქმედება რუსული მხარის ერთგვარი პროვოკაციაა, რამაც ჩვენს სადღესასწაულო განწყობაზე არ უნდა იმოქმედოს.

„არც მაინტერესებს რა ანსამბლი იყო და საიდან. რა მნიშვნელობა აქვს? ყველა ნორმასთან არის კონფლიქტში - სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის და საერთო, საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებთან, რომ ყველამ პატივი სცეს სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, ძირითად ფასეულობებს, ეს იქნება ჰიმნი თუ ა.შ. ეს მარტივია, როგორც ორჯერ ორი ოთხია.

„ყველას ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს და მსგავსმა რაღაცამ, ნორმებიდან ამოვარდნილმა ქმედებებმა, არ უნდა იმოქმედოს ჩვენ საზეიმო განწყობაზე. ეს მიუღებელია და მაპროვოცირებელ ელემენტებს შეიცავს," - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

სოციალისტი რა არის წარმოუდგენელი ამბავი, იდიოტებო, რა?! რუსებიც გილოცავენ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, თქვენთან ერთად ზეიმობენ! ამდენს ვეღარ ხვდებით? წადით აზერბაიჯანს დაუჩოქეთ, სომხეთს დაუჩოქეთ, თურქეთი ისტორიულ ძმად გამოაცხადეთ და აშშ და საეღთაშორისო სავალიუტო ფონდი, რომელთაც საქართველო გაანადგურეს სტრატეგიულ მოკავშირეებად! დღეს ვინც მთავრობის წევრი 26 მაისს ზეიმობს რომელს აქვს 1989-1991 წლების მოვლენებში რაიმე სასიკეთო მონაწილეობა ან საერთოდ რაიმე მონაწილეობა მიღებული?!
6 წლის უკან