ნიკა გვარამია კვლავ აღშფოთებულია ....  (ვიდეო)

ნიკა გვარამია კვლავ აღშფოთებულია .... (ვიდეო)

“რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი შექმნილი ვიდეორგოლით უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ კლიპს პირველ რესპუბლიკასთან  არანირი კავშირი არ აქვს. მისივე შეფასებით, ეს არის ქსენოფობიური.

“ეს არის უგემოვნო, ქსენოფობიური და დაბალმხატვრული საშინელება, რომელსაც არავითარი კავშირი პირველ რესპუბლიკასთან და 26 მაისთან და დამოუკიდებლობის დღესთან არა აქვს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან, ეს ქსენოფობიური გამოხტომა, რომ დამოუკიდებლობის დღე თურმე მართლმადიდებლური აფილაციის დღესასწაულია და ლამის მარტო მართლმადიდებლების ზეიმადაა გამოცხადებული, ვფიქრობ, მკაცრი განცხადების ღირსია.”– წერს გვარამია და სახალხო დამცველს მკაცრი განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებს.