სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის 2012 წლის მაისში გაკეთებული განცხადება დავით გარეჯთან დაკავშირებით.
„კონკრეტულად გარეჯის კომპლექსის იმ ნაწილს რაც შეეხება, შეგახსენებთ, რომ, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, არ იმყოფება საქართველოს ფარგლებში და არის სწორედ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კონკრეტულად ეს ნაწილი, რომელიც პრობლემის წყარო გახდა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ დელიმიტაციის პროცესი აქამდე მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობდა და იმედი გვაქვს, რომ სწრაფად დასრულდება დ, საბოლოო ჯამში, სადავო ტერიტორიები, როგორც ასეთი, გაირკვევა. თუმცა ეს ნაწილი, კიდევ ერთხელ ვამბობ, სადავო ტერიტორიებს არ განეკუთვნება. “ – ამბობს ნინო კალანდაძე
2012 წლის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე სამონასტრო კომპლექსის გარშემო შექმნილი ვითარების გამო განგაში დავით გარეჯის ლავრის მღვდელმსახურებმა ატეხეს. მღვდელ-მონაზონმა კირიონმა განაცხადა, რომ 6 მაისის შემდეგ ტურისტებს უდაბნოს მონასტერში აღარ უშვებენ.