ლევან ნიკოლეიშვილი: გვარამიას, ფაქტობრივად, ფინანსურად გამოშიგნული აქვს

ლევან ნიკოლეიშვილი: გვარამიას, ფაქტობრივად, ფინანსურად გამოშიგნული აქვს "რუსთავი 2 - ი"

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი დაგეგმილ პარტნიორთა კრებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს:

„რუსთავი 2-ის 9 პროცენტიანი წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის მოთხოვნით ხვალ პარტნიორთა კრება გაიმართება".ნიჟარაძის ადვოკატის განცხადებით აღნიშნულ კრებაზე ფინანსური საკითხებზე მსჯელობა გაიმართება.

საინტერესოა,რომ გვარამიას ფაქტიურად ფინანსურად გამოშიგნული აქვს რუსთავი2, სწორედ ამ მიზნით ცდილობს იმუნიტეტი შეიქმნას და ვითომდა თავისუფალი მედიას ამოფარებულმა აიცილოს ის პასუხისმგებლობა რომელიც მას ემუქრება, მათ შორის ფინანსური მაქინაციებისთვის მინიმუმ 12 წლიანი სასჯელი.

ალბათ პარტნიორების მხრიდან მისი გამიჯვნა მოხდება, როგორც ჩანს გვარამიამ მიზანმიმართულად შესძლო რუსთავი2-ს ფინანსური გაკოტრება, რათა შემდეგ კვლავ სახელმწიფოს გადაბრალოს მედიაზე შეტევა, და ვინ იცის კიდევ რას მოიგონებს ეს ვითომ თავისუფალ სიტყვას ამოფარებული...