მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია ”2020NEWS“- თან აცხადებს, რომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში ხმას არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს, მით უფრო, „ქართული ოცნების“ კანდიდატს ლადო კახაძეს, რომელსაც მისივე თქმით, პასუხები არც ერთ საკითხზე გააჩნია.
„არც ერთი კანდიდატის მხარდაჭერას არ ვაპირებ, იმიტომ რომ არც ერთი მათგანი არ იცავს იმ დღისწესრიგს, რომელიც მნიშვნელოვანია. ბატონი შაგულიძის პოზიციას სასამართლოსთან დაკავშირებით სრულიად ვიზიარებ და პატივს ვცემ, მაგრამ ამ საკითხის გამოკლებით ვერ ვხედავ მის მიერ წარმოდგენილ იმ თემებს, რომლებიც ამ ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონი ლადო კახაძის დღის წესრიგში კი საერთოდ ვერაფერს ვხედავ. კახაძეს არ აქვს პასუხები არც სასამართლოზე, არც ეკონომიკურ საკითხებზე და როგორც ჩანს, საერთოდ არაფერზე. ზოგადად, მე ვემხრობი კომპეტნტური ადამიანებით დაკომპლექტებულ პარლამენტს, უკვე ძალიან ბევრი არკომპეტენტური ადამიანი გვყავს პარლამენტში, საკმარისია“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
მთაწმინდის ოლქში, სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება, ერთმანეთს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლადო კახაძე და საარჩევნო ბლოკი “ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდება.