"ვიდრე ცნობილი არ არის აზერბაიჯანის მხარესთან მოლაპარაკების შედეგები, მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება"

ვიდრე ცნობილი არ არის აზერბაიჯანის მხარესთან მოლაპარაკების შედეგები, მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დავით გარეჯთან დაკავშირებით "ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

როგორც ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, საქართველოს საპატრიარქო მუდმივად ადევნებს თვალს პროცესს.

„ველოდებით საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ჩართულობით მიმდინარე დიალოგის რეზულტატს. როგორც ადრევე იყო საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამი, მნიშვნელოვანია, მკაცრად იყოს დაცული ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესები“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

სოციალისტი მამაო, შედეგები თვალნათელია! აბა ასე გამალებით ჩიჩხიტურისკენ რისთვის გაჰყავს აზერბაიჯანს გზა ?! დაგვიბრიყვეს და თავისას ერეკებიან!
6 წლის უკან