“ბიძინა ივანიშვილს ეკა ბესელია დაუპირისპირდება თუ ...”

 “ბიძინა ივანიშვილს ეკა ბესელია დაუპირისპირდება თუ ...”

"ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია და ასევე, სამომავლოდ მისი პარტიის წევრები ბიძინა ივანიშვილს იმ შემთხვევაში დაუპირისპირდებიან, თუ ახალ პარტიას, რომლის შექმნასაც ივნისში აპირებენ, რეიტინგის მომატება დასჭირდება. თუკი „ქართული ოცნების“ პარტიის ხელმძღვანელთან დაპირისპირება გადამწყვეტი მნიშვნელობის არ იქნება, მაშინ ივანიშვილთან კონფლიქტს თავს აარიდებენ“,- ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ “2020NEWS“-თან განაცხადა.

მისივე თქმით, "ეკა ბესელიამ კარგი პოლიტიკური ალღო მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით გამოავლინა, მანამდე მისი პოლიტიკური ნიჭი მკაფიო არ იყო. რაღაც მომენტში ის გაიხსნა, როგორც ძლიერი პოლიტიკოსი“.

როგორც საყვარელიძე აცხადებს, ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში  არ დაბრუნდება.

„გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის პოსტიდან კერძო სტრუქტურაში გადავიდა, ახლა ის საკმაოდ კარგ პირობებშია.  გიორგი კვირიკაშვილი გაურკვეველი პერპექტივის მქონე პარტიის რიგებში არ აღმოჩნდება“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული პოლიტიკოსები ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე პარტიას ივნისში დააფუძნებენ.