„ამაზე სერიოზული საუბარი არ გვეკადრება...“

„ამაზე სერიოზული საუბარი არ გვეკადრება...“

„შენების მოძრაობა" და დავით უსუფაშვილი დაკავებული ვართ ჩვენი საქმეებით და წლის ბოლომდე არც რაიმე საუბარს ვგეგმავთ ვინმესთან. სხვა სპეკულაციები - „ვინმე", „ოდესმე", „რამე", - ამაზე სერიოზული საუბარი არ გვეკადრება... მე კი სერიოზულობაზე მაქვს პრეტენზია," - ასე გამოეხმაურა „რეზონანსთან" საუბრისას „შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი პარტნიორთა წრის გაფართოებასა და ალიანსის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.

გიგა ბოკერიამ „პირველი არხის" ეთერში 2 დღის წინ განაცხადა, რომ პარტნიორთა წრის გაფართოება საჭიროა და მისთვის ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი მისაღებია.

დავით უსუფაშვილმა ამ შეთავაზების შესახებ „რეზონანსისგან" გაიგო. მისი თქმით, საუბარი ამის შესახებ მასთან არავის ჰქონია. ასევე განაცხადა, რომ წლის ბოლომდე „შენების მოძრაობა" არანაირ ალიანსს არ გეგმავს და პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.

„არანაირი საუბარი ამ თემაზე არ მქონია არც ბოკერიასთან და არც სხვასთან. „შენების მოძრაობა" დაკავებული ვართ სერიოზული საქმეებით და წლის ბოლომდე არ ვგეგმავთ რაიმე მსგავს თემაზე საუბარს ვინმესთან. „შენების მოძრაობა" საპარლამენტო არჩევნებისთვის ვემზადებით.

„დღევანდელი მდგომარეობით, „შენების მოძრაობა" დაკავებულია საკუთარი ორგანიზაციული სისტემის გაძლიერებით და 2020 წლის არჩევნებისთვის მზადებით. სხვ რაიმე პროცესში ჩვენ არ ვიმყოფებით არცერთ პოლიტიკურ ძალასთან", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.