დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული დრამატურგიული თეატრის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მოინახულა.
თბილისის მერმა ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას, რომელიც “შპს არკოს” ეხებოდა თუ რატომ გადასცა თბილისის მერიამ 37 ათასი კვადრატული საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორია 4000 კვ მეტრის სატყეო ზონის სანაცვლოდ და გავდა თუ არა ეს კორუფციულ გარიგებას, უპასუხა:
“მე არ ვიცი არკო მარკო და პარკო, გეტყვით, რომ როდესაც ხდება მონაცვლეობა, მარტივი სქემით ხდება შეფასება სამხარაულის ან რომელიმე აკრიდიტირებული ბიუროების მიერ. მაგალითად, შეიძლება რუსთაველზე იყოს 100 კვ მეტრის ღირებულება პირობითად იქნება 1000 ლარი და გლდანში 500 კვადრატულის ფასი ბევრად ნაკლები იყოს. ტერიტორიის კვადრატულობას არ აქვს მნიშვნელობა ის ფასდება ადგილმდებარეობის მიხედვით.” – განაცხადა კახა კალაძემ