“ქვეყნის მთავარი ნიკა… მიყვარს და ვამაყობ გულის ამოვარდნამდე!”

“ქვეყნის მთავარი ნიკა… მიყვარს და ვამაყობ გულის ამოვარდნამდე!”

საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე მასტერსზე მონაწილეობას ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებს, რომელმაც 1/2 ფინალში მოახერხა გასვლა.

1/4 ფინალში, ბასილაშვილი ფრანგ ჟო-ვილფრედ ცონგას დაუპირისპირდა და მეტოქე 2 სეტში, 6-4 6-4 დაამარცხა. ფინალში გასასვლელად, ქართველი ჩოგბურთელი ოჟე-ალიასიმსა და ჯონსონს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი ლაივ რეიტინგში მე-16 ადგილზეა რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.

სასიხარულუ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ასე გამოეხმაურა:

“Nikoloz Basilashvili – ქვეყნის მთავარი ნიკა და ისტორიული პერსონა! მიყვარს უზომოდ ეს მსოფლიოს მე-16 ჩოგანი და ვამაყობ გულის ამოვარდნამდე!” – დაწერა გვარამიამ სოციალურ ქსელში, პოსტის კომენტარში კი დასძინა : – “თხუთმეტეული ვიწინასწარმეტყველე მე, გამოკითხვა რომ იდო. თუმცა წინააღმდეგი არ ვარ ხუთეულშიც იყოს”

Maverick ბასილაშვილი კი არის მთავარი ნიკა, მაგრამ შენ რომ მთავარი ნიჩუჩაც არ ხარ თუ ხვდები?!
6 წლის უკან