საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, ტაქსისტმა, რომელმაც ხმა "ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატს, ლადო კახაძეს მისცა, მანქანის რეცხვის ვაუჩერი მისცეს.
“ჩემი უბნელი მოხუცი ტაქსისტი ამაყობდა დღეს: იიი, აი, რო აგინებთ, რა კაი მთავრობა გვყამს! კახაძისთვის ხმის მიცემისთვის მანქანის რეცხვის ვაუჩერი მომცესო! ვიღაცებს ალბათ, აბანოს ვაუჩერებიც მისცეს”,- წერს გამსახურდია.