უცხოეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილი წერს, რომ საფრანგეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს შეკვეთილი მკვლელობის ბრალდებით.
"შეკვეთილი მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს საფრანგეთის სამართალდამცავებმა. ე.წ. ქილერებს დავალებული ჰქონდათ ფრანგი ექიმის მკვლელობა. ისინი რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ საქართველოდან საქმის სისრულეში მოსაყვანად.
ეგეთებს სახელებით და სიფათებითაც უნდა ვიცნობდეთ, იმედია, დიდი ხნით გამოკერავენ ციხეში!" – წერს სულაშვილი.