მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ყოფილი პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ მხარდაჭერასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მადლობელია.
„არამარტო მიხეილ სააკაშვილმა, არამედ მრავალმა პოლიტიკურმა პერსონამ გამოხატა ასეთი პოზიცია. ასეთი პოზიცია გამოხატა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, ასევე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგევლაშვილმა, ჩვენი გუნდის ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და ა.შ. თუ პოლიტიკური პერსონა ჩემს მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს, ამის გამო მხოლოდ მადლობა შემიძლია, ვთქვა“ – განაცხადა შალვა შვგულიძემ.