"ვერავინ ვერავის შეაშინებს, ქუჩის აქციები იქნება!“, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ "2020NEWS”-ს განუცხადა.
"ჩართონ ნებისმიერი მსოფლიო არხი და დაინახავენ, რომ ხალხი გამოდის ქუჩაში პროტესტის ფორმით, მაშინ როდესაც პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია კაბინეტებში, ოთახებში, პარლამენტში. ის რაც არ წყდება შენობაში, წყდება ქუჩაში. ასეთია პოლიტიკური ცხოვრების და ზოგადად, საზოგადოებრივი ცხოვრების ლოგიკა. როდესაც პრობლემა ამოხეთქავს, ეს გადადის ქუჩაში, ქუჩა კი შემდეგ აიძულებს კაბინეტებს, რომ მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.
დღეს გულისწყრომის მთავარი ფაქტორი - ეს არის გაყალბებული არჩევნები. ადამიანებს წაართვეს არჩევნების უფლება, თითოეულ ამომრჩეველზე არის ტოტალური ზეწოლა, სამუშაოდან დათხოვნის, მათ შორის არა მხოლოდ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულების, არამედ კერძო სექტორში დასაქმებულების დატერორება, დამსაქმებლებზე ზეწოლა, პირდაპირი მოსყიდვა ფულით თუ სხვა ფორმით და შემდეგ საარჩევნო ყუთებთან მანიპულირება. არჩევნების წართმევას ხალხი არ აპატიებს, ამიტომ ელოდონ ყველა სახის აქტიურობას. აქტიურობას პარლამენტში, მედიაში, ქუჩაში, დარბაზში... მშვიდი ცხოვრება არ ექნებათ!“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ სააგენტოსთან საუბრისას.
შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას ციხეებით დაემუქრა.
"ნაციონალური მოძრაობა“ ახალი გეგმით გამოვიდა, რომ მათი მთავარი ამოცანა რეგიონებში ფრონტის გაშლაა. საპროტესტო აქციების ჩატარება და ა.შ. საბოლოო ჯამში, როგორც ქალბატონი სანდრა რულოვსი აცხადებს, უნდათ, ეს აქციები ბიძინა ივანიშვილის სახლთან დაამთავრონ, რაც ძალიან ყურადსაღები და შემაშფოთებელია. მინდა, ეს ადამიანები გავაფრთხილო, სასახლის ნაცვლად, უბრალოდ, ციხეებში არ აღმოჩნდნენ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი არხის ეთერში.