ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავის – ლეონარდო დი კაპრიოს გარჯამ შედეგი გამოიღო და მისმა დაარსებულმა საპროდიუსერო ფირმამ, სახელწოდებით: ppian Way, უფლება მოიპოვა, გადაიღონ ფილმი, რომელიც შეერთებული შტატების 35–ე პრეზიდენტის – ჯონ კენედის ტრაგიკულად დაღუპვას ეძღვნება.
ბევრს ალბათ გაუკვირდება ის, რომ დი კაპრიოს კომპანიას ამ ფილმის გადაღების უფლების მოპოვებისათვის გარკვეული წვალება დასჭირდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ფილმი დაეყრდნობა ამერიკაში პოპულარულ წიგნს – ”საიდუმლო მემკვიდრეობა - ჯონ კენედის მკვლელობის ხანგრძლივი აჩრდილი”, რომელიც ტომ ჰარტმანსა და ლამარ უოლდრონის ეკუთვნის. ხოლო, ამ წიგნზე დაყრდნობით ფილმის გადაღებას, უფლების მოპოვება ნამდვილად სჭირდებოდა.
უკვე გადაწყვეტილია, რომ ფილმის პროდიუსერი – ლეონარდო დი კაპრიო, ამ ფილმში ერთ–ერთ მნიშვნელოვან როლსაც შეასრულებს და პარალელურად, მსახიობების შერჩევასაც იგი უხელმძღვანელებს.
2013 წელს, კენედის დაღუპვიდან 50 წელი სრულდება და აღნიშნული ფილმის ეკრანებზე გამოჩენა სწორედ ამ დროისათვის არის დაგეგმილი. თუმცა, მანამდე, სანამ გადაღებები დაწყებულა, ლეონარდო დი კაპრიოსა და ჯონ კენედის გზები უკვე “გადაივეთა“. რამდენიმა დღის წინ, მსახიობი პეტერბურგში, ცხოველების დამცველთა ღონისძიებაზე მიფრინავდა და როდესაც თვითმფრინავი, ნიუ–იორკის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში საწვავის შესავსებად დაეშვა, ავია–ლაინერს ცეცხლი გაუჩნდა.
მსახიობისა და კიდევ ასეულობით მგზავრის სიცოცხლე, ამერიკელი პილოტების პროფესიონალიზმმა იხსნა. გამოჩენილი მამაცობისათვის, თვითმფრინავის პილოტებს, დი კაპრიომ მადლობა გადაუხადა.