“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც შალვა შავგულიძეზე და ევროპული საქართველოს წევრებზე საუბრობს.
“მთავარია ბიძინა გავუშვათ და მერე ყველაფერი კარგად იქნება” – ამ შინაარსის ტექსტები ჩვენთან არ ჭრის და გირჩი ამას არ “ჭამს” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
“ევროპული საქართველოს აქტვიცისტებს მინდა მივმართო. განსაკუთრებით მათ ვინც სოც ქსელში წერს, რომ შავგულიძეს უნდა მივცეთ ხმა. პირველ რიგში ამ შემთხვევაში არსებობს თხოვნის ფორმა და უნდა ითხოვოთ. იმ ფორმით მოწოდება, რომ გირჩმა აუცილებლად ხმა უნდა მივცეთ შავგულიძეს თორემ ქოცებს დაგვიძახებენ ასე არ შეიძლება.
გირჩი და ჩვენ არავის ჭკუაზე არ დავდივართ, ჩვენ არ ვართ ცხვრები. თუ ვინმეს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება უნდა მოვიდეს აგვიხსნას თუ რატომ იმსახურებს ხმებს და გაგვცეს კითხვებზე პასუხი. ნუ გვამუნათებთ ევროპული საქართველოს მხარდამჭერები. მეორე ტურამდე ბევრი დროა და მობრძანდეს პირადად შავგულიძე აგვიხსნას რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი და ჩვენც ვუპასუხებთ. “მთავარია ბიძინა გავუშვათ და მერე ყველაფერი კარგად იქნება” – ამ შინაარსის ტექსტები ჩვენთან არ ჭრის და გირჩი ამას არ “ჭამს”.
ჩემი აზრით გირჩს ჰყავს ყველაზე მოაზროვნე ამომრჩეველი და თითოეულ მათგანს კარგად ესმის, რომ შავგულიძე არის ფასადზე გამოდგმული თოჯინა და თუ როდესმე ევროპულმა საქართველომ მართლა ჩაიგდო ძალაუფლება ხელში შავგულიძეს არავინ არაფერს შეეკითხება. ასევე მინდა აღვნიშნო, ძალადობრივი სისტემები, სასამართლო, პროკურატურა, რომელიც არ მოგვწონს თქვენი აწყობილია და საერთოდ არ გვაქვს სურვილი უკან გადაიბაროთ ეს ყველაფერი.”