მივხვდი, ნიკა მელია რამაც აღაშფოთა: ვიღაც ჰოლანდიიდან აკეთებს განცხადებებს და ვიღაც მაიამიდან და მერე უღელში უნდა შეაბან მელია, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ბონდო მძინარაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.
“არაფერი გასაკვირი ჩვენთვის არ მომხდარა. უპირველესად იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” აქვს თავისი პოლიტიკური ურთიერთობის ხერხები შემუშავებული, რომელსაც ის არ ღალატობს და ამჯერადაც გამოიყენა. ამასთან, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მხრიდან ჩვენ გვესმოდა ძალიან სერიოზული მუქარები, ასევე გვესმოდა რომ “ზუგდიდში იქნება 5000 ადამიანი, დამკვირვებელი იქნება, არ გავაყალბებინებთ” – და აი, ყორღანებიდან აფრენილი გნოლივით გადაუფრინეს ზუგდიდს. და შედეგი რა მიიღეს?! – მიიღეს ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ ნიკა მელიასგან. ის, რაც მელიამ განაცხადა სააკაშვილისა და რულოვსის განცხადებების საპასუხოდ, მას შეეძლო ეს საჯაროდ ეთქვა 18 მაისსაც, შეიძლება თქვა კიდეც ვიწრო წრეში, იქ ლიდერების შეკრებაზე… – არ შეიძლება ფუჭი მოლოდინები გააჩინო საზოგადოებაში, არ შეიძლება მათ უთხრა, რომ 5 000 ადამიანი გყავს იქ (ზუგდიდში) და დაიცავს შენ ხმებს, მითუმეტეს თუ პოლიტიკოსი ხარ კარგად უნდა გესმოდეს, რომ რაც ხელისუფლებამ 2016 წელს გააკეთა იმაზე უარს არ იტყოდა.
ეს არჩევნები არის გენერალური რეპეტიცია. ფაქტობრივად, ამ არჩევნებში გამარჯვებულ ძალას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, შეეძლება თქვა, რომ მას ჰყავს ამომრჩევლები, მას ჰყავს მხარდამჭერები. თუ ამ არჩევნებზე რომელიმე პოლიტიკური ძალა და არა ხელისუფლება გაიმარჯვებდა, 2020 წლის არჩევნებისთვის ხელისუფლებას ძალიან ცუდი სასტარტო პირობები ექნებოდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის მოლოდინია, რომელიც მხარდამჭერებში ა”ნაციონალურმა მოძრაობამ” გააჩინა, რომ ისინი აუცილებლად დაიცავდნენ ხმებს, თუ ვინმე ამ ხმების წარმთევას შეეცდებოდა. შემდეგ სააღამოს 9 საათზე ჩვენ დავინახეთ, რომ მათ ვერაფერიც ვერ დაიცვეს, თუ ვინმემ რამე წაართვა და ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ გამოვიდნენ არასამათავრობო ორგანიზაციებით დაწყებული და სხვებიც, რომელთაც თქვეს, რომ არჩევნები ნორმალურად წარიმართა. ისეთი დარღვევა, რომელსაც შეიძლებოდა არჩევნების შედეგებზე გავლენა მოეხდინა არ ყოფილა… მერე გამოვიდა სააკაშვილი და თქვა, “ეგღა მაკლია რაღაცის დასკვნებს ექვსი თვე ველოდო” , – ჯერ ერთი რა განცხადებაა?! – უნდა ელოდო კი არა, მიიღო კიდეც ის რეკომენდაციები, თუ ჩამოსულები არიან სადამკვირვებლო ორგანიზაციები, უნდა წაიკითხო და მოისმინე მათი დასკვნები… ეს ყველას შეურაცხყოფააა… მერე მოვისმინეთ ქალბატონი სანდრას განცხადება – “იარაღს ავიღებთ ხელში და ვივლით სოფელ-სოფელ…” – მივხვდი, ნიკა მელია რამაც აღაშფოთა: ვიღაც ჰოლანდიიდან აკეთებს განცხადებებს და ვიღაც მაიამიდან და მერე უღელში უნდა შეაბან მელია, რომ აკეთოს ეს ყველაფერი… და მიხვდა ეს კაცი… პარტიის თავმჯდომარეობიდან მოხსნეს, მერობის კანდიდატად არ დააყენეს და ახლა ვერ გავიგე ახლა თუ ის გუბერნატორი ხარია, არ უნდა ამ გუბერნატორი ხარის როლში ყოფნა ამ კაცს და სრულიად ბუნებრივია რაც მელიამ თქვა, საზოგადოებაში სწორედ ეს აჩენს ამ მოლოდინს, რომ ოპოზიცია არის სუსტი და უსუსური”, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.