"არჩევნები გაიყიდა, ზუგდიდელებმა გაიმეტეს ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს გააჩნია - თავისუფლება"

ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია ზუგდიდში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს ეხმაურება.

"არჩევნები გაიყიდა. ზუგდიდელებმა გაიმეტეს ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს გააჩნია - თავისუფლება.

მრცხვენია, მტკივა ეს უსამართლობა, ძალიან მტკივა.

გაყალბება არ ყოფილა, ლოჯისტიკა იყო უმაგრესი, დამკვირვებლებმა ყველა ხმა დაიცვეს.

დასკვნები ცივ გონებაზე გამოიტანეთ, პირდაპირ ეთერში ტეხავს...", - წერს შენგელია სოციალურ ქსელში.

სოციალისტი ბატონო ჩემო, მაგარი დაბნეული ან მაგარი დაბოლებული ხარ! შეიძლება მწუხარებამ აგირია თავგზა. დედის დაკარგვა ძალიან მძიმე რამეა, მაგრამ როგორ ვერ ხვდები, რომ მთელ სამეგრელოს, ზუგდიდს შეურაცხყოფას აყენებ?! რატომ უნდა მიეცათ ხმა შეურაცხადი სააკაშვილის ჰოლანდიელი მეუღლისათვის და არა ადგილობრივი მეგრელი კაცისათვის, თუ ოცნების კანდიდატი არ გინდოდათ სხვებიც ბარე ორნი ყვნენ ღირსეულები?! ამას გარდა, რომ წერთ თავისუფლება უმაღლესი ღირებულებააო, ვინ მოგახსენათ?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა წლობით ციხეში და გადასახლებულნი რატომ იყვნენ, ევლოთ თავისუფლად, ვინ უშლიდათ?! ქართველი კაცისათვის სამშობლოა უპირველესი ღირებულება და არა რაღაც ამერიკაში გამოგონილი ბულა თავისუფლებაზე, რომლის ავტორიც თვითონ გამწარებული რასისტი ყოფილა როგორც ამბობენ??!! ნუ გავაკეთებთ ილიას მიერ საქართველოში მართებულად გადმოტანილ და უკვე დამკვიდრებულ გამოთქმას - მამული, ენა, სარწმუნოება! როგორ გგონია ილიამ სიტყვა თავისუფლება არ იცოდა?! იცოდა მაგრამ ისიც იცოდა რომ მხოლოდ გიჟია თავისუფალი, ისიც შინაგანად. სხვა მხრივ კი ძალიან თუ გაუტია საგიჟეთში და არტახებშია გამოწყვდეული!
6 წლის უკან
სოციალისტი არის - ნუ გავაკეთებთ. უნდა იყოს - ნუ გადავაკეთებთ
6 წლის უკან