საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტის საქციელს გამოეხმაურა. “პირველის” ჟურნალისტმა, საარცევნო უბანზე მოქალაქეს ჯიბეში ხელი ჩაუყო და ფურცელი ამოაცალა.
“ზუგდიდში,ყველა უბანზე, აქტივობა ძალიან მაღალია. ამომრჩევლები სავსებით წყნარად, აძლევენ ხმას. აი უბნის მიმდებარედ კი ისტერიკული შეტევაა კოორდინატორებზე,, რომლებიც სავსებით კანონიერად აღრიცხავენ მოსულებს. ყველაზე საოცარი ისაა, რომ ზოგიერთი ჟურნალისტიც “ზონდერ მეთოდებით” მოქმედებს. ნეტა სარედაქციო პოლიტიკა აქვთ ასეთი თუ პირადი ინიციატივაა” – წერს ვოლსკი