ხვალ მთაწმინდაზე დიდი ამბავი იქნება, მე წავალ და გრიგოლ გეგელიას შემოვხაზავ

ხვალ მთაწმინდაზე დიდი ამბავი იქნება, მე წავალ და გრიგოლ გეგელიას შემოვხაზავ

ხვალ მთაწმინდაზე დიდი ამბავი იქნება. ამბავი უფრო მეტად სიმბოლური, ვიდრე რეალპოლიტიკური. ხვალ ერთმანეთის პირისპირ მერამდენეჯერ

დადგებიან სიბნელე, ფარისევლობა, ბანალურ-თამადურობა, სიხარბე და სიახლისკენ, პროგრესისკენ ლტოლვა, წესიერება, განათლება და გულწრფელობა.

ხვალ ორი პორტირებული დაუპირისპირდება ახალგაზრდა, განათლებულ, ზრდილობიან კაცს, რომელსაც საკუთარი და ჩვენი გონების და გონიერების იმედი აქვს მხოლოდ. და ჩემთვის, ვისაც ბევრჯერ უნახავს, როგორ გაიმარჯვა ბნელეთმა და უგნურებამ ამ ქვეყანაში, ათმაგად უფრო მძიმეა ხვალ სახლში დარჩენა და ამ ბიჭის ქოფაკებისთვის დატოვება.

პორტირებული ქოცი ბატონი შალვა შავგულიძე, იგივე ექიმი, პროკურორი, მებაღე, ბუღალტერი და ადვოკატი (მოგონილი არ გეგონოთ, მისი ბიოგრაფიიდან ამოვიწერე) და ბატონი ლადო კახაძე, რომელიც იმდენი პარტიიდანაა პორტირებული, რომ ამერიკის ნასაც და ჰაბბლის ტელესკოპიც ვერ დაადგენს. ეს მრავალპორტირებულები, რომელნიც ვერა და ვერ ელევიან ძალაუფლებას, ხვალ კიდევ ერთხელ ეცდებიან ჩვენს გაბითურებას.

მე ვიცნობ გრიგოლ გეგელიას და მის გვერდში მდგომ ახალგაზრდებს. ვიცნობ საყდრისიდან, თბილისის არქიტექტურისათვის, ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლებიდან, სახელისუფლებო, კორუფციულ კაპიტალთან დაპირისპირებიდან სვანეთში, აჭარაში. მიმაჩნია, რომ მათ მონდომებას, ქვეყნის და დედაქალაქის სიყვარულს, უკეთესობისათვის ბრძოლას მეტი გასაქანი უნდა ჰქონდეს და ისინი არ უნდა გახდნენ მონსტრი პარტიების ურთიერთდაპირისპირების მსხვერპლი, სადაც ხალხი უბრალოდ უძრავი მაყურებელია.

ამიტომ, ხვალ ბევრი საქმე კი მაქვს, მაგრამ იქამდე წავალ საკუთარი პასტით და შემოვხაზავ 45-ს, გრიგოლ გეგელიას. თუნდაც იმიტომ, რომ ვიცოდე: საყოველთაო ბნელეთსა და სირცხვილში სწორი არჩევანი გავაკეთე.

 

  

სოციალისტი გეგელია მიიღებს 100-დან 200 ხმამდე! ესეც ბევრია ამ განათლებული ახალგაზრდისათვის!
6 წლის უკან