თავისმართლება -2019 ….

თავისმართლება -2019 ….

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში სარკასტულ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ 19 მაისს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები ვერ შეძლებენ არჩევნების მოგებას და ამაში ისევ ხელისუფლებას დაადანაშაულებენ.

,, თავისმართლება -2019:

შავგულიძე: –  მთელი ოპოზიცია ზუგდიდში წავიდა და მთაწმინდაზე ხმებს როგორ დავიცავდით?!

რულოვსი: – მთელი ხელისუფლება და სამართალდამცავები ზუგდიდში ჩამოიყვანეს და ხმებს როგორ დავიცავდით?!

ასე იქნება!

ნახავთ, თუ არა!

იმას კი არ იტყვიან, წავაგეთო, – შტაბკვარწირა პრეზიდენტ ვაშაძესავით ახლა ამათ გამოაცხადებენ დეპუტატებად.

რა, ჭკუა დაუშლით თუ ნამუსი?! ” – წერს მძინარაშვილი