ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის აღსანიშნავად სარეზერვო ფონდიდან 900 ათასი ლარი გამოიყო- ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
„ფლანგვის დეტექტორის“ მკვლევარის სალომე კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყანა, სადაც ბოლო 4 წელია უკიდურეს სიღარიბეში მყოფ ბავშვთა რაოდენობა 4 %-ით გაიზარდა - გაუმართლებლად დიდ თანხას ეკლესიის მხარდაჭერის მოპოვებისთვის ხარჯავს, ეს კი ძირითადად წინასაარჩევნო პერიოდსა და პოლიტიკურ კრიზისებს ემთხვევა.
„ღვთისმშობლის წილხვედრობის დღის აღსანიშნავად სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 900 ათასი ლარი გამოყო. ეს თანხა ძირითადად და სრულად გამოიყო სარეზერვო ფონდიდან. სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა ხდება ფორსმაჟორულ გარემოებებში, სახელმწიფოს დაფინანსება საპატრიარქოსთან მიმართებაში მუდმივად იზრდება ორ შემთხვევაში. ეს არის წინასაარჩევნო შემთხვევები და ეს არის შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება კრიზისულ სიტუაციაშია,“-აცხადებს სალომე კვირიკაშვილი.
ყოჩაღ! - ეს ერთი ფაქტიც საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად ვართ ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანა!!! თუ ვინმეს მაინც შეეპარება ეჭვი, ქვის გამხეთქავ დოკუმენტს - პარლამენტის დადგენილებას ავაფარებთ თვალებზე. დიახაც!