მორიგი დაპირისპირება პარლამენტში – ამჯერად, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ და უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ იკამათეს.
დეპუტატების კამათის მიზეზი მოსამართლეების შესახებ, კანონპროექტი გახდა.
საქართველოს პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წარადგინა, რის შემდეგაც ცვლილებებს კენჭი უყარეს. პროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი იყო.
საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე ვენეციის კომისიამ დასკვნა 16 აპრილს გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია ხუთ ძირითად რეკომენდაციას გამოყოფს. მათ შორის, უნდა გადაიხედოს არამოსამართლე კანდიდატებისთვის გამოცდის ჩაბარების აუცილებლობა, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად არის კანდიდატი, გამორიცხული უნდა იყოს კანდიდატების შერჩევა-ნომინირების ყველა პროცედურისგან.