საქართველოში რუსი ბაიკერები არ შემოუშვეს

საქართველოში რუსი ბაიკერები არ შემოუშვეს

გამოცემა "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, რუსი და დსთ-ს სხვა ქვეყნების მოქალაქეებისგან შემდგარი ბაიკერების კოლონა „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე გააჩერეს და საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს.

მოგვიანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, თუ რატომ არ შემოუშვა რუსი ბაიკერები ქვეყანაში.  imedinews შსს-ში განუცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეებს უარი ეთქვათ საქართველოში შემოსვლაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 

კანონის ამ მუხლში აღნიშნულია, რომ უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას, ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ.