“საქართველოში არსებული თითოეული ჰესი გარანტია ქვეყნის განვითარების” – მიხეილ სააკაშვილი
21 მარტს პანკისის ხეობაში დაგეგმილ ჰესის მშენებლობას დიდი არეულობა მოჰყვა. მას შემდეგ მომხდარზე კომენტარი არაერთმა მოქმედმა თუ ყოფილმა პოლიტიკოსმა გააკეთა.
აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი აზრი საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც დააფიქსირა. მისი თქმით პანკისელების მოთხოვნა, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს არის სამართლიანი. სააკაშვილის განცხადებით ეს მოსახლეობას, მათ საცხოვრებელ გარემოსა და არსებობას საფრთხეს შეუქმნიდა.
შეგახსენებთ, პანკისში ჰესის მშენებლობას შპს “ფერი” ახორციელებდა. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მისი პრეზიდენტობის პერიოდში წლის საუკეთესო ბიზნეს-ორგანიზაციად გამოაცხადა.