კარგით რა, ყველაფერს ხომ არ უნდა წაკრათ კბილი, ნამუსიც კარგი საქონელია

კარგით რა, ყველაფერს ხომ არ უნდა წაკრათ კბილი, ნამუსიც კარგი საქონელია

თბილისში, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს მაია ნიკოლეიშვილი.

“ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისათვის 18მლნ. დაემატაო, კორუფციააო, გადაგრევს, ეს ხალხი! იქ ბინა მაქვს, ისე კი არ კეთდება, გარედან რომ შეთითხნეს ადრე ერთ-ერთი უბანი, კაპიტალურად კეთდება, სახლები გარედან ულამაზესია, გაამაგრეს, სადარბაზოებში ძველი ნახატები აღმოაჩინეს და რესტავრაციას უკეთებენ, საუკუნის ჩაბინძურებული სარდაფები ამოასუფთავეს და გაამაგრეს, შიდა ეზოებს და აივნებს ალამაზებენ, სახლებში გაყვანილობების ჩათვლით ცვლიან ყველაფერს, მასალას გთავაზობენ, რომ აირჩიო და შიდა სამუშაოებს აკეთებენ! ორბელიანი-ათონელისთანა ლამაზი უბანი თბილისში არ იქნება! ეს ყველაფერი ადგილობრივების შემოსავლის წყარო იქნება, თან ძალიან კარგი შემოსავლის!

კარგით, რა, ყველაფერს ხომ არ უნდა წაკრათ კბილი, ნამუსიც კარგი საქონელია!”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.