ევრიკა! მიშა ბიძინა ყოფილა! (ნანა კაკაბაძის პაუხი ირაკლი კაკაბაძეს)

ევრიკა! მიშა ბიძინა ყოფილა! (ნანა კაკაბაძის პაუხი ირაკლი კაკაბაძეს)

ირაკლი, ვნახე შენი ბოდიში ინტერნეტ სივრცეში, რომელსაც ხალხს უხდიდი ინგა გრიგოლიას გუშინდელ გადაცემაში აღელვების გამო, თუმცა, იქ ვერ ვნახე შენი პერსონალური ბო­დი­ში იმ უტაქტო და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისთვის, რომლე­ბიც ჩემ მიმართ გამოიყენე. 

ახლა კი დავუბრუნდები იმდღევანდელ ეთერს, სადაც არ მომეცა საშუალება მაყუებლისთვის ამეხსნა ჩემი პოზიცია, ამიტომ ამ წერილის ერთ-ერთი მიზანი ამ პოზიციის დაფი­ქსირებაცაა. სტუდიაში ინგამ დასვა კითხვა: რა ხდება, ასე მგონია, ისტორიის გადაწერა მიდის? მე უფრო დავაკონ­კ­რეტებ და გეტყვი, რომ დღეს ხდება ისტორიის გაყალბება და არ მინდა შენც ამ პოცესში აღმოჩნდე.

გადაცემა, ძირითადად, მოსამართლეებისა და გირგვლიანის თემას ეხებოდა, სადაც შენ თქვი, რომ მოსამართლეების წინააღმდეგ 2006 წელს დაიწყო ბრძოლა. ეს იყო ტყუილი, რადგან ბრძოლა რეჟიმის წინაამდეგ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო 2006 წელს უკვე აქტიურ ფაზაში იყო შესული. ჩვენ მაშინ ვინმე კონკრეტულ მოსამართლეს ან სასამართლოს კი არ ვებრძოდით, არამედ ვააშკა­რავებდით რეჟიმს, რომელმაც პროკურატურაც, პოლიციაც და ყველა სტრუქტურა საკუთარი ინტე­რესებისა და ძალაუფლების შენარჩუნებას მოარგო და მოსამართლეები პროკუ­რატურის ნოტარიუსებად აქცია.

მეტსაც გეტყვი: 2006 წლამ­დე, როდესაც ბევრი შენი დღევან­დელი თანა­მებრძოლი შენთან ერთად ვარდების რევოლუციად წოდებულ გადატრიალებას მიესალმე­ბოდა, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო თითქმის ერთადერთი, რომელიც საზოგადოებას აფრ­თხი­ლებდა, რომ მოდიოდა ტოტალიტარული ძალა, ხოლო მათი მოსვლის შემდეგ, 2004 წლიდან დაწყებული, სწორედ ჩვენ ვაქვეყნებდით და უცხოეთშიც ვავრცელებდით ყოველწლიურ ანგა­რი­შებს, სადაც, კონკრეტულ მაგალითებზე მითითებით, აღვწერდით იმ ანტიდემოკრატიულ, სადისტურ ფორმებსა და მეთოდებს, რომლითაც დაიწყეს მმართველობა ნაცებმა. ამ ანგარიშებს ჩვენ ვავრცელებდით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და გამოვეცით წიგნადაც - ,,ფასადური დემოკრატია.“ მაგრამ როგორც 20-30-იან წლების საბჭოეთში ყველა ხბოს აღტაცებით უყურებდა და ტაშს უკრავდა მხოლოდ „დიად აღმშენებლობას“, ამ შემთხვევაშიც ახერხებდა „დემოკატიის შუქურად“ წოდებული ნაცბანდა ამ ხმაურსა და ტაშის გრიალში ჩაეხშო ჩვენი ხმაც და გამწარებული ხალხის მოთქმა-გოდებაც.

დღეს კი იმ კრიმინალურ-პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც თავისი თითქმის ყველა ბნელი და ბინძური საქმე დამორჩილებული მოსამართლეების ხელით აკეთა, დღეს  სწორედ ამ მოსამა­რთ­ლეებზე გვეუბნება, რომ ისინი ცუდები არიან და ცდილობენ საზოგადოება ჩართონ იმ კამპანიაში,  თურმე „რა ცუდია ბიძინა“, რომ „ნაცებზე უარის მთქმელი ზარდიაშვილი „ოცნებაში“ შეუშვა და რა კარგები არიან მიშა, ბოკერია და სხვა ნაცები იმიტომ, რომ ამ ყველაფერში ბიძინას ამხელენ“. ამ დროს თითქმის აღარავის ახსენდება, თუ რას მოითხოვდა ხალხი ბიძინა ივანიშვილისგან.

მათი დიდი ნაწილის მოთხოვნა იყო დამნაშავე რეჟიმის შემქმნელების გასამართლება და მათი ჩამოშორება პოლიტი­კისგან, ნაცების მიერ წართმეული ქონების ხალხისთვის დაბრუნება და დამნაშავეების მიერ ნაწამებ-მოკლულ-დაზარალებული ოჯახებისათვის კომპენსა­ციე­ბის გაცემა. დღეს სამართ­ლია­ნობის აღდგენის ეს მოთხოვნები თითქმის ყველამ დაივიწყა და ცდილობენ, ხალხში არსე­ბუ­ლი აგრესია დაიყვანონ ჩინჩალაძე-მურუსიძემდე. ეს არის საზოგადოების მოტყუებისა და გამო­თაყვანების გეგმა, რომელიც ნაცებმა გამოიგონეს, ერთი მხრივ, საკუთარი თავის გასათეთრებლად და მეორე მხრივ, რევანშისათვის, რათა უკან მობრუნებულებმა უარესი დამართონ ადამიანებს და ამით შური იძიონ საკუთარი პოლიტიკური ძალის უარყოფისათვის 2012 წელს. ყველა ადამიანი, ვინც ნებსით თუ უნებლიედ მონაწილეობს ნაცების მიერ დადგმულ ასეთ სპექტაკლებში,  სახელწოდებით „რევანში“, ილაშქრებს ქართული სახელმწი­ფოებ­რიო­ბის წინააღმდეგ.

ხალხს რომ სადისტური რეჟიმის შემქმნელები ადეიშვილი, ბოკერია, ახალაია, მერაბიშვილი, ოქრუაშვილი, თარგამაძე და სხვები ეგონა, ისინი თურმე მხოლოდ მურუსიძე და ჩინჩალაძე ყოფილან. მთავარი კი ის არის, რომ ხალხს რომ მიშა ეგონა, ის თურმე ბიძინა ყოფილა.

საერთოდაც, ხალხს რომ რეჟიმი ეგონა, ის თურმე მხოლოდ სასამართლო ყოფილა. სხვათა შორის, სწორედ ამ სასამართლოს გამოაქვს დღეს 40%-მდე გამამართლებელი განაჩენი, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ძველი მოსამართლეები ანგელოზები არიან და მათ არ ეკისრებათ პასუხისმგებ­ლობა, მაგრამ ვისაც მთავარი და მეორეხარისხოვანი საფრთხეები ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან, ის ან ბეცია, ან შეგნებულად უწყობს ხელს რევანშისტებს.

ირაკლი, ახლა შენთვის მომინდვია შეაფასო, სად დგახარ: დგახარ იქ, სადაც 2003 წლის სახელმწიფო გადატრია­ლების დროს იდექი, რასაც მოჰყვა ანტიდემოკრატიული რეჟიმის გამარჯვება, ასეუ­ლო­ბით უდანაშაულო ადამიანის გვამი, გაუპატიურე­ბული მამაკაცები,  ქალები და გას­ხ­ვი­სებული ტერიტორიები... თუ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გააკეთე დასკვნები და აღარ გინდა ახალ ნეოფა­შიტურ წრეზე წავიდეს საქართველო. ეს არის შენი არჩევანი. მე კი არჩევანი დიდი ხანია გაკეთებული მაქვს: ჩემი არჩევანია არ მივცე რევანშისტ ფაშისტებს ხელისუფლებაში დაბრუ­ნების საშუალება და ვამხილო ყველა ის პირი თუ ორგანიზაცია, რომელიც, თუნდაც უნებლიედ, ხელს შეუწყობს მათ.

 

 

lia მაშინ დამთავრდა ქვეყნის ყველაფერი შენაირები რომ აგრძელებენ ჭკვის დარიგებას..რამდენი წლის ხარ აღარ კვდები?დაგვასვენე ქალო რით ვერ დაიღალე...რამდენი ხელისუფლება უნდა დაამხო შე მძორო
5 წლის უკან