პლენარულ სხდომაზე ,სადაც სახალხო დამცველს უსმენენ, ზაზა პაპუაშვილმა გიგა ბოკერიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პაპუაშვილმა გიგა ბოკერიას მაშინ შეაგინა, როცა დეპუტატი ნინო ლომჯარიას მიმართავდა.
“ძალიან უცნაური სპექტაკლი გაიმართება. უმრავლესობის ნაწილი მადლობას გადაგიხდით თანამშრომლობისთვის, ნაწილი გკითხავს, სად იყავი 2012 წლამდეო“,- მიმართა ბიკერიამ სახალხო დამცველს, რასაც ზაზა პაპუაშვილის მხროდან უცენზურო რეპლიკა მოჰყვა,- „.... საქმეზე ილაპარაკე შე, ნაგავო...“.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მიმართვით გამოდის.