უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, ტაშკენტში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ვაჟა ჯაფოშვილი ესწრება.
როგორც „კვირას" საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ვაჟა ჯაფოშვილმა სიტყვით გამოსვლისას უცხოელ კოლეგებს დაგროვებითი პენსიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ამასთან, ვაჟა ჯაფოშვილმა კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოში მიმდინარე საპენსიო რეფორმასა და პროცესების შესახებ ისაუბრა, თუ რა გზა გაიარა საპენსიო სააგენტომ დაარსებიდან დღემდე.
მომხსენებელმა დაგროვებითი პენსიის ქართულ სქემაზე, დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს კონტრიბუციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმა ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს.
კონფერენციას სახელწოდებით ,,საპენსიო სისტემის რეფორმა უზბეკეთის რესპუბლიკაში და უცხო ქვეყნების გამოცდილება" სხვადასხვა ქვეყნის საპენსიო დარგის წარმომადგენელი ესწრებიან.