,,დისციპლინის დამყარების მიზნით ცოლის მსუბუქად ცემა დასაშვებია” – ყატარელი სოციოლოგის ვიდეოგაკვეთილი, როგორ ვცემოთ ცოლი

,,დისციპლინის დამყარების მიზნით ცოლის მსუბუქად ცემა დასაშვებია” – ყატარელი სოციოლოგის ვიდეოგაკვეთილი, როგორ ვცემოთ ცოლი

ყატარელი სოციოლოგის, აბდ ალ-აზიზ ალ-ხაზრაჯ ალ ანსარის ვიდეოგაკვეთილმა სოციალური ქსელების მომხმარებლები შოკში ჩააგდო. ვიდეორგოლში სოციოლოგი კაცებს ცოლთან მოქცევის ინსტრუქციას აძლევს. ინფორმციას Fox News-ი ავრცელებს.

“ისლამი ცოლის ცემის უფლებას იძლევა, რადგანაც კაცი ოჯახის ლიდერია და სრული უფლება აქვს ცოლს ფიზიკურად გაუსწორდეს. დისციპლინის დამყარების მიზნით ცოლის მსუბუქად ცემა დასაშვებია, რაც სიყვარულით ხდება და ქალს კაცის სიძლიერეს აგრძნობინებს, თუმცა ქალს ქმარმა ჯერ შენიშვნა უნდა მისცეს და ფიზიკურად მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გაუსწორდეს. არ შეიძლება ცოლისთვის სახის, მუცლის ან თავის არეში დარტყმა“, – აცხადებს სოციოლოგი.

ვიდეორგოლში მისი არასრულწლოვანი ვაჟიც მონაწილეობს, რომელიც მამისგან გაკვეთილებს ისმენს. ამ ვიდეოს სოციალურ ქსელში კრიტიკული რეაქცია მოჰყვა. სოციოლოგს ქალზე ძალადობისკენ მოწოდებაში ადანაშაულებენ. ის გააკრიტიკეს უფლებადამცველებმაც.