კახა მიქაიამ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომ მოძრაობას “დაიცავი საქართველო” ტოვებს, ამის შესახებ მან სოციალური ქსელში „ფეისბუქი“ დაწერა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიზეზიც დაასახელა. როგორც მიქაია აღნიშნავს, ასპარეზს ახალგაზრდებს უთმობს.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო“. ჩემი დიდი სურვილია, ასპარეზი დავუთმო ახალგაზრდებს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ახალი ენერგია სჭირდება დღეს ქვეყანას პოლიტიკური, სოციალური და მორალური კრიზისიდან თავის დასაღწევად, საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების ახლებურად გასააზრებლად. რაც შემეხება მე, ვეცდები, ჩემი მოკრძალებული წვლილი კვლავაც შევიტანო ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში“,– დაწერა მიქაიამ სოციალურ ქსელში.
აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი გამოეხმაურა:
“ორი დღეა ვფიქრობ, “დაიცავი საქართველო” იყო კახა მიქაიას ორგანიზაცია (ნუ, პარტია არ იყო). უძველესი დროიდან. უცებ “დაიცავი საქართველო” გახდა იმ ხალხის, აი, იმათი… ფაქტობრივად, მიქაიასთან გაერთიანდნენ “ოცნების” გაცვეთილი, მაგრამ “ახალი სახეები”, ხომ?! – რა ითქვა და რა არა, ამას რა მნიშვნელობა აქვს… “აკურთხეს” პარტია (თუ რაცაა) და მიქაიამ, მეორე თუ მესამე დღეს, ახალგაზრდებს ვუთმობ ასპარეზსო… რომელია იქ ახალგაზრდა, ეს სხვა თემაა… ისიც სხვა თემაა მიქაია რომ არ გამოეთიშებოდა ბრძოლას – გამორიცხულია უკან დაიხიოს…
ვერ გავიგე, არადა ვკვდები ინტერესით, “ახალმა სახეებმა” მიქაიასაგან სახელწოდება, დასახელება, სახელი იყიდეს, თუუუ…“, – წერს მეფარიშვილი სოციალურ ქსელში.