"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია "ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანება'' IUSY-ის პრეზიდიუმს და შავი ზღვის კომიტეტის  (BSAC) ერთობლივ კონფერენციას უმასპინძლებს

11-16 აპრილს, პოლიტიკური გაერთიანება " ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაცია "ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანება'' IUSY-ის პრეზიდიუმს და შავი ზღვის კომიტეტის  (BSAC) ერთობლივ კონფერენციას უმასპინძლებს.

მსგავსი რანგის საერთაშორისო ფორუმს საქართველო პირველად მასპინძლობს.

ორგანიზაციის წევრები  30-ზე მეტი ქვეყნიდან, თბილისში, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე, გამოცდილების გაზიარებასა და კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე იმსჯელებენ.

11-13 აპრილს,  კონფერენციის მონაწილეები  მთავრობის წევრებს შეხვდებიან. გაიმართება  ასევე საორგანიზაციო შეხვედრები. დაგეგმილია საოკუპაციო ხაზის მონახულება.

13-16 აპრილს,  მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება დისკუსია თემაზე  - ,,ახალგაზრდებისთვის ღირსეული სამუშაო".

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ  საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობას  ,,საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტები'' მიიღებენ.