მადონა ევროვიზიაზე 2 სიმღერას შეასრულებს

მადონა ევროვიზიაზე 2 სიმღერას შეასრულებს

მადონა ისრაელში გასამართ ევროვიზია 2019-ზე იმღერებს. არტისტი ორ სიმღერას კონკურსის ინტერვალის დროს შეასრულებს. ამის შესახებ BBC წერს.

ამერიკელი მომღერალი 180-მილიონიანი აუდიტორიის წინაშე 18 მარტს თელ-ავივში იმღერებს.

პოპვარსკვლავის ევროვიზია 2019-ზე გამოჩენის შესახებ ინფორმაცია პირველად ადგილობრივ მედიაში გავრცელდა, რომელიც იუწყებოდა, რომ მადონას შესრულება ისტორიულთან ერთად ისტერიულიც იქნებოდა.

მადონას პრესასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ ევროვიზიის ორგანიზატორებთან შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა.

გამოცემის ინფორმაციით, მადონას ევროვიზიაზე გამოსვლა კონკურსის ორგანიზატორებს დაახლოებით $1 მილიონი დაუჯდებათ.

არტისტი თელ-ავივში ბოლოს 2012 წელს, საკონცერტო ტურნეს ფარგლებში იყო.

„ევროვიზია 2019" თელ-ავივში 14, 16 და 18 მაისს გაიმართება. კონკურსზე საქართველოს სახელით ოთო ნემსაძე, სიმღერით „სულ წინ იარე“ წარდგება.