ჯუმბერ ვარდმანიძემ სოფელ ფერიის საბავშვო ბაღი დაათვალიერა და ბაღში არსებულ პრობლემებს გაეცნო. ბაღის ადმინისტრაციამ მერს შენობის მიმდებარედ სანიაღვრე არხის მოწყობა სთხოვა. მუნიციპალიტეტის მერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა აღნიშნული საკითხის შესწავლა და პრობლემის დროულად მოგვარება.
დღესვე, მერმა განთიადში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციის მიზნით მოსახლეობისათვის მზა ბეტონის მიწოდების პროგრამის ფარგლებში შიდა სასოფლო გზების მოწესრიგების სამუშაოები დაათვალიერა.