ახალგაზრდობის ცენტრში პირველი დისტანციური ჩართვა განხორციელდა

ახალგაზრდობის ცენტრში პირველი დისტანციური ჩართვა განხორციელდა

5 აპრილს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში პირველი დისტანციური ჩართვა განხორციელდა. ლექციას წარუძღვა ცნობილი ლიდერი ქალი: ნინო ქათამაძე, რომელმაც დაინტერესებულ პირებს გააცნო თავისი გამოცდილება, თუ როგორ უნდა მიაღწიო წარმატებას საკუთარი შესაძლებლობების რწმენით.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიასა და ა (ა) იპ-თან "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის" გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, პროგრამის მეშვეობით შშმ პირები, მათი ოჯახის წევრები და დაინტერესებული პირები ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში შეძლებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსის გავლას.