ხელვაჩაურის კულტურის სახლში 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ხელვაჩაურში მცხოვრები მოქალაქეები, ღონისძიების დასრულების შემდეგ მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთნ ერთად ხელვაჩაურის კულტურის სახლის მიმდებარედ არსებული 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ცერემონიალის დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მნიშვნელობა საქართველოს უახლოესი ისტორიისათვის და გამოხატეს მადლიერება დაღუპული გმირების წინაშე.