პირველად ისტორიაში - სამეფო ოჯახის მომავალი წევრი, დედის გამო ბრიტანეთის მოქალაქე არ იქნება

პირველად ისტორიაში - სამეფო ოჯახის მომავალი წევრი, დედის გამო ბრიტანეთის მოქალაქე არ იქნება

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი პატარას მოლოდინშია. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მშობლები რამდენიმე კვირაში გახდებიან.  მსოფლიო მედიის და თაყვანისმცემლების ყურადღება წყვილის მიმართ, ახლა ერთი ორად არის გაზრდილი.

CNN-მა მომავალ ბავშვს სტატია მიუძღვნა, გამოცემის ცნობით, მეგან მარკლის და პრინც ჰარის შვილი ბრიტანეთის მოქალაქე არ იქნება.

ამის მიზეზი კი, ბავშვის დედის, მეგან მარკლის ამერიკის მოქალაქეობა გახლავთ. მსგავსი რამ სამეფო ოჯახის ისტორიაში პირველად ფიქსირდება.

აშშ-ს კანონებიდან გამომდინარე, მისი შვილიც, მიუხედავად ამჟამინდელი საცხოვრებლისა, დაბადებისთანავე ამერიკის მოქალაქეობას მიიღებს.

"ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ამერიკელის ყოფნის პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა, შესაბამისად, ამ პრობლემის წინაშე აქამდე არცერთი მათგანი არ მდგარა," -აღნიშნულია სტატიაში.